კონკურსები

Category

“ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…“ დედაენის დღესთან დაკავშირებით შპს კერძო სკოლა ნკ-ში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობა. ქართული ენა, როგორც ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი. გაიმართა კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ცოდნა, შემოქმედებითი უნარები და ქართული ენისადმი განსაკუთრებული სიყვარული. კონკურსის მონაწილე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, მონაწილეებს კი –...
Read More
ცოდნისა და ინტელექტის ზეიმი შპს კერძო სკოლა ნკ-ში „ტვინების ბრძოლა“, თამაში, სადაც მონაწილეები არა მხოლოდ საკუთარ ერუდიციასა და სწრაფ აზროვნებას წარმოაჩენენ, არამედ გუნდური მუშაობის, სტრატეგიული აზროვნებისა და ერთმანეთისადმი მხარდაჭერის შესანიშნავ მაგალითსაც აჩვენებენ ასეთი ღონისძიებები სკოლაში ქმნის მოტივაციას, აძლიერებს ინტერესს სწავლისადმი და აერთიანებს ახალგაზრდებს საერთო მიზნის გარშემო – იყვნენ უფრო უკეთესები, გონიერები და თავდაჯერებულები.
Read More
საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება; კლიმატური ცვლილებების გამოწვევების მიმართ ახალგაზრდების ხედვის გაღრმავება; გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა; მყინვარების დაცვის მნიშვნელობის გააზრება. შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ III სტუდენტთა და მოსწავლეთა ოლიმპიადაში – „თეთრი მემკვიდრეობა – ცოდნა მყინვარის სიჩუმიდან”. ოლიმპიადის ორგანიზატორი იყო საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი...
Read More
J30 PARALIMNI — კვიპროსი ITF 18&U ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 18 წლამდე იუნიორთა საერთაშორისო ტურნირზე კერძო სკოლა ნკ-ს მე-11 კლასის მოსწავლემ, ნიტა სხილაძემ, წყვილთა თანრიგში დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვა! ვამაყობთ ჩვენი მოსწავლის სპორტული მიღწევებით. მოპოვებული ტიტული მისი დიდი სპორტული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვულოცავთ ნიტას ამ შთამბეჭდავ წარმატებას და დიდ სპორტულ გამარჯვებებს...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ის მოსწავლის საერთაშორისო წარმატება. კანადის ქალაქ ვანკუვერში მიმდინარე საერთაშორისო კარტოგრაფიულ კონფერენციაზე ჩვენი მოსწავლის ნამუშევარი გამოიფინა. ჩვენი სკოლის ეკო-კლუბის „ეკო პოლუსის“ წევრის, ნინო ყურაშვილის ნაშრომმა „მოგზაურობა დედამიწის გარშემო“ საქართველოში გამართულ კონკურსზე „რუკები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, პირველი ადგილი მოიპოვა და მოხვდა იმ ექვს საუკეთესო ნაშრომს შორის, რომლებიც საქართველოდანაა წარდგენილი ვანკუვერში, ბარბარა პეტჩენიკის სახელობის ბავშვთა...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკო პოლუსის” მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის კონკურსზე “რუკები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.” 13 დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი ჩვენი მოსწავლე ნინო ყურაშვილი გახდა. ჟიურის შეფასებით, ნაშრომის, “მოგზაურობა დედამიწის გარშემო”, უმაღლესი შეფასება განაპირობა ნინოს უნიკალურმა კარტოგრაფიულმა ხედვამ და შემოქმედებითმა მიდგომამ. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს ამ საპასუხისმგებლო კონკურსში გამარჯვებას...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის, “ეკო პოლუსის” მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ფოტო კონკურსზე. კონკურსი მიეძღვნა მყინვარების დაცვის საერთაშორისო დღეს. ალექსანდრე გორგიჯანიძე – “მყინვარი ჭალაათი” – პირველი ადგილი; ლუკა რამიშვილი – “მყინვარი ზოფხიტო” – მესამე ადგილი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ და “ეკო პოლუსის” წევრებს.
Read More
️პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს ცნობისმოყვარე და მოაზროვნე მოსწავლეებში წიგნიერებისა და ცოდნის შეძენის წახალისება. ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” კიდევ ერთი დღე  “NK”-ში. თამაშის ხუთი ტური, სადაც თითოეულმა მოსწავლემ საინტერესო, ხალისიან, თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში მაქსიმალურად გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. გამარჯვებულებს გადაეცათ სიბრძნის სიმბოლო ბუ და სამახსოვრო სერთიფიკატები.
Read More
️ხელოვნებას არა აქვს საზღვრები.  “NK”-ის მოსწავლე, სესილი სივსივაძე კი თავისი განუსაზღვრელი ნიჭითა და პოტენციალით უკვე მერამდენედ ახერხებს მსოფლიოს გაოცებას. მუსიკისთვის დაბადებული-შეფასება, რომელიც ამ ორი სიტყვით არის გამოხატული. საერთაშორისო კონკურსი ლონდონში და პირველი პრემია სერგეი პროკოფიევის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. ვულოცავთ სესილის ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და დიდ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ.
Read More
ინტელექტუალური თამაში, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გართობა. ნიჭის, ცოდნის, აზროვნებისა და ლოგიკის ჭიდილი  “NK”-ში. თამაში “რა? სად? როდის?”, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. ჟიურიმ კი გამოავლინა I, II და III ადგილზე გასული გუნდები, რომლებსაც გადაეცათ ცოდნის, სიბრძნისა და განვითარების სიმბოლო-ბუ და სერთიფიკატები.
Read More
1 2

ბოლო კომენტარები