კლიმატური ცვლილებების გამოწვევების მიმართ ახალგაზრდების ხედვის გაღრმავება;
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა;
მყინვარების დაცვის მნიშვნელობის გააზრება.
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ III სტუდენტთა და მოსწავლეთა ოლიმპიადაში – „თეთრი მემკვიდრეობა – ცოდნა მყინვარის სიჩუმიდან”.
ოლიმპიადის
ორგანიზატორი იყო საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი.
ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის ჩვენს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათი ცოდნისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
მადლობა ეკო კლუბის ხელმძღვანელს, პროფესორ სოფიო გორგიჯანიძეს, ჩვენი მოსწავლეების ეკოლოგიური განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.