ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 18 წლამდე იუნიორთა საერთაშორისო ტურნირზე კერძო სკოლა ნკ-ს მე-11 კლასის მოსწავლემ, ნიტა სხილაძემ, წყვილთა თანრიგში დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვა!
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლის სპორტული მიღწევებით.
მოპოვებული ტიტული მისი დიდი სპორტული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია
ვულოცავთ ნიტას ამ შთამბეჭდავ წარმატებას და დიდ სპორტულ გამარჯვებებს ვუსურვებთ!