შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკო პოლუსის” მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის კონკურსზე “რუკები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.”
13 დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი ჩვენი მოსწავლე ნინო ყურაშვილი გახდა.
ჟიურის შეფასებით, ნაშრომის, “მოგზაურობა დედამიწის გარშემო”, უმაღლესი შეფასება განაპირობა ნინოს უნიკალურმა კარტოგრაფიულმა ხედვამ და შემოქმედებითმა მიდგომამ.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს ამ საპასუხისმგებლო კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
მადლობა ეკო კლუბის ხელმძღვანელს სოფიო გორგიჯანიძეს.