საახალწლო კვირეული კერძო სკოლა ნკ-ში გერმანულ ენაზე გრძელდება. საინტერესო, შემეცნებითი და მხიარული დღე სახელწოდებით – „შობა-ახალი წელი გერმანიაში“. ჩვენმა ბავშვებმა აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინეს გერმანიაში არსებული საშობაო და საახალწლო ტრადიციები, ისაუბრეს საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზე. ღონისძიება განსაკუთრებულად გაალამაზა და თბილი, სადღესასწაულო განწყობა შექმნა გერმანულ ენაზე შესრულებულმა სიმღერებმა. მადლობა გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ეკა კვანტრიშვილს, გაწეული შრომისათვის.