საქართველოს კუთხეები, ახალი წელი და საახალწლო ტრადიციები
კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურ წეს-ჩვეულებებზე, საახალწლო რიტუალებსა და იმ ტრადიციებზე, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მრავალფეროვანი და მდიდარია ქართული კულტურა და რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციების შენარჩუნება და პატივისცემა
მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნატო გერმესაშვილს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს მარინე სიდონაშვილს და ჩვენს მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციისთვის.