”მეორე სახლი”- ჟურნალის პრეზენტაცია

📚✨ ახალი ნაბიჯი ჩვენი სკოლის ცხოვრებაში! ✨📚
📘კერძო სკოლა ნკ-ში გაიმართა ახალი ჟურნალის პრეზენტაცია.
📰დაფუძნდა ჟურნალი „მეორე სახლი“ – სივრცე, სადაც ჩვენი მოსწავლეები საკუთარ ხმას გააჟღერებენ და გაგვიზიარებენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს.
🔷ჟურნალის საშუალებით ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საინტერესო მოვლენებისა და სიახლეების შესახებ. რაც მთავარია, გვიამბობენ ჩვენს სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, ინიციატივებსა და სიახლეებზე.
„მეორე სახლი“ იქნება ადგილი, სადაც იდეები იბადება, აზრები ყალიბდება და შემოქმედება ერთიანდება💛
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ და აქტიურ მოსწავლეებს ამ საინტერესო გზაზე! 🌟

Leave a Reply