აღდგომა – გაზაფხულის დღესასწაული

შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი დღე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში წინასააღდგომოდ.
💫ჩვენმა პატარებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში – „აღდგომა – გაზაფხულის დღესასწაული“ 🌿
მოსწავლეებმა საინტერესო ფორმატში მოისმინეს:
🔸 როდის და ვის მიერ დადგინდა აღდგომის აღნიშვნა და როგორია ამ დღესასწაულის ათასწლოვანი ისტორია;
🔸 რა მნიშვნელობა აქვს აღდგომის მთავარ სიმბოლოებს – წითელ კვერცხს,🥚ჯეჯილს 🌱 და პასკას 🍞;
🔸 როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას ძველ დროს საქართველოში 🇬🇪;
🔸 რა უჩვეულო სააღდგომო ტრადიციები აქვთ მსოფლიოს ქრისტიანულ ქვეყნებს 🌍;
🔸 როგორია ფაბერჟეს მიერ შექმნილი უნიკალური საიუველირო სააღდგომო კვერცხები.
🎨 პროგრამის ბოლოს ბავშვებმა თექის გამოყენებით შექმნეს საკუთარი სააღდგომო კომპოზიციები – ფერადი, კრეატიული და სითბოთი სავსე ნამუშევრები💖

Leave a Reply