თბილისის კინოსა და არქიტექტურის ტური

💫 “თბილისის კინოსა და არქიტექტურის ტური”
✨ ტური, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცა.
🎞 შპს კერძო სკოლა ნკ – ს მოსწავლეებმა იმ ადგილებში იმოგზაურეს, სადაც ქართული კინოს ისტორია იწერებოდა და სადაც გადაღებულია 1920-იანი წლებიდან 1990 წლამდე შექმნილი ცნობილი ფილმები.
🎬 მოისმინეს საინტერესო ისტორიები კინოს განვითარების შესახებ, გაიხსენეს ცნობილი მელოდიები და დიალოგები, რომლებმაც ეპოქა შექმნა. 🎶
🏛 ტურის განმავლობაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისის ძველი ქუჩები და უნიკალური სადარბაზოები, რომლებიც ქალაქის მრავალფეროვან ისტორიას ინახავენ.
🏙 პარალელურად გაეცნენ თბილისის არქიტექტურულ განვითარებას – როგორ შენდებოდა ფილარმონია, მეტრო და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები.
❤️ ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თბილისი არის ქალაქი, სადაც ისტორია, კინოხელოვნება და არქიტექტურა ერთიან ამბად იკინძება.

Leave a Reply