ღონისძიებები

Category

სითბოთი და სიყვარულით სავსე დღე შპს კერძო სკოლა ნკ-ში. ღონისძიება სახელწოდებით “დედაენა – ცოდნის ლამპარი.” იაკობ გოგებაშვილის უკვდავი ქმნილება, რომელიც ქართული სასკოლო განათლების უმნიშვნელოვანესი წყაროა. ჩვენმა პატარებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის პერსონაჟები. წარადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები და მუსიკალური ნომრები, რომლებიც ქართული ენის სილამაზესა და სიწმინდეს მიეძღვნა. დიდი მადლობა ჩვენი სკოლის მასწავლებლებს: ირმა ელიზბარაშვილსა...
Read More
თეატრალური, მუსიკალური და მხიარული დღე შპს კერძო სკოლა ნკ-ში. ჩვენი მოსწავლეები ნამდვილად მსახიობებად გადაიქცნენ და წარმოადგინეს მინი სპექტაკლი –„რწყილი და ჭიანჭველა.“ პატარებმა დიდი მონდომებით, სიყვარულითა და მხატვრული უნარებით განასახიერეს თითოეული პერსონაჟი და სპექტაკლი ორიგინალური მუსიკალური ნომრებითაც გაამრავალფეროვნეს. მადლობა ჩვენს პატარა მსახიობებს და ღონისძიების ხელმძღვანელს, ნანა კაკაბაძეს, ასეთი საინტერესო და მხიარული წარმოდგენისათვის!
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს კურსდამთავრებულთათვის ბოლო ზარი დაირეკა. ზარი სკოლის 12 წლიანი გზის დასასრულის და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისის. დღე, რომელიც სავსეა ემოციებით, სიხარულით, სითბოთი და ღიმილით. დღე, რომელსაც ბავშვობასთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და იმ სივრცესთან განშორების სევდაც ახლავს, რომელიც 12 წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეებისთვის მეორე სახლად იქცა. წინ ახალი შესაძლებლობები, გამოწვევები და თავგადასავლებია. მივულოცეთ, დავლოცეთ...
Read More
გასაოცარი, მხიარული და შემეცნებითი დღესასწაული შპს კერძო სკოლა ნკ-ში. დამაინტრიგებელი ექსპერიმენტები; შთამბეჭდავი ცდები; მხიარული ატმოსფერო და ბავშვების აღფრთოვანება. ბავშვთა სამეცნიერო შოუ “მხიარული მეცნიერება” სტუმრად ჩვენს სკოლაში. ჩვენი ბავშვები ნამდვილი მეცნიერების ამპლუაში და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე.
Read More
უყვარს სუში; ეშინია კალიის; იწონის 181 კგ-ს; იყო ძალიან გამხდარი; საქართველოს შემდეგ უყვარს იტალია; უყვარს ფეხბურთი და “იუვენტუსი”; იყო ჭკვიანი ბავშვი; ოცნებობდა მსახიობობაზე; ოცნებობს გაერთიანებულ საქართველოზე. რთულია იყო მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ სასწაულია ატარებდე შვიდგზის მსოფლიოს და რვაგზის ევროპის ჩემპიონის ტიტულს. ️ეს ლევან საგინაშვილია, იგივე ქართველი ჰალკი. დღეს, შპს კერძო სკოლა ნკ-ს ყველაზე ძლიერი ქართველი სპორტსმენი...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ– ს მოსწავლეები ესტუმრნენ სოციალურ საწარმო “კოდალას”, სადაც ხის სათამაშოების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ჩვენი ბავშვების ზოგად განათლებაზე, არამედ მათი კრეატიული უნარების განვითარებაზეც. დავამზადოთ, მოვხატოთ და გავაფორმოთ ნაძვის ხე და შევხვდეთ ახალ წელს განსაკუთრებულად. ჩვენმა ხელმარჯვე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასის პროგრამაში “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას....
Read More
ემოციური, მხიარული და ძალიან ტკბილი დღე შპს კერძო სკოლა ნკ-ში. ერთი დღით ჩვენმა ბავშვებმა საჭირო უნიფორმები მოირგეს, ნამდვილ კონდიტერებად გადაიქცნენ და შოკოლადის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, შემდეგ კი თავიანთი ხელით დამზადებული უგემრიელესი შოკოლადები დააგემოვნეს. მადლობა Konfetery -ს სადღესასწაულო განწყობისთვის.
Read More
ახალი სასწავლო წელი ახალ სივრცეში ახალი იმედებით, პერსპექტივებითა და გამოწვევებით. შპს კერძო სკოლა ნკ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გთავაზობთ სრულიად განახლებულ გარემოში განათლების მიღების შესანიშნავ შესაძლებლობას. მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: სკოლის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ნატო გერმესაშვილმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და კურსდამთავრებულებმა. სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში...
Read More
კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე  NK-ში. დაწყებითი კლასების შემაჯამებელი ღონისძიება “იაკობის კვალდაკვალ”. ჩვენმა ნიჭიერმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს შესწავლილი ლექსები, მოთხრობები, გააცოცხლეს პერსონაჟები იგავ-არაკებიდან, წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები და დღე დღესასწაულად აქციეს.
Read More
სამყაროს სიყვარული გადაარჩენს. მშვენიერი ემოციების ამოუწურავი წყარო კიდევ უფრო ლამაზი ხდება, როცა ადამიანი ისმენს ან კითხულობს სიტყვებს, რომლებიც მას ბედნიერს ხდის. გულების დღე NK-ში. სითბო, სიყვარული და პოზიტივი, რომელიც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს. გულის ფორმის ფერად ფურცლებზე გადატანილი ემოცია, დაფასება, შექება, კომპლიმენტები, მადლიერება, სურვილები და ამ ფურცლებით მოფენილი ჩვენი სკოლის კედლები. ბავშვთა დაცვის დღისადმი...
Read More
1 2 3 7

ბოლო კომენტარები