შპს კერძო სკოლა ნკ-ში ბოლო ზარი დაირეკა. ზარი, რომელმაც დაასრულა სკოლის 12-წლიანი გზა და ახალი ცხოვრების ეტაპს დაუდო დასაბამი
ეს იყო ემოციებით, ღიმილით, სითბოთი და სიხარულით სავსე დღე. დღე, რომელსაც თან ახლდა ბავშვობასთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და იმ გარემოსთან გამომშვიდობების სევდაც, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეებისთვის მეორე სახლად იქცა
წინ ახალი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი არჩევანი, გამოწვევები და დაუვიწყარი თავგადასავლებია
ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, ტრადიციულად, ვერის პარკში ხის ნერგი დარგეს – სიყვარულისა და მოგონებების სიმბოლოდ. ასე დაემშვიდობნენ სკოლას, რომელმაც მათი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები გააერთიანა
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე