უყვარს სუში; ეშინია კალიის; იწონის 181 კგ-ს; იყო ძალიან გამხდარი; საქართველოს შემდეგ უყვარს იტალია; უყვარს ფეხბურთი და “იუვენტუსი”; იყო ჭკვიანი ბავშვი; ოცნებობდა მსახიობობაზე; ოცნებობს გაერთიანებულ საქართველოზე. რთულია იყო მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ სასწაულია ატარებდე შვიდგზის მსოფლიოს და რვაგზის ევროპის ჩემპიონის ტიტულს. ️ეს ლევან საგინაშვილია, იგივე ქართველი ჰალკი. დღეს, შპს კერძო სკოლა ნკ-ს ყველაზე ძლიერი ქართველი სპორტსმენი სტუმრობდა.