ახალი სასწავლო წელი ახალი იმედებით, პერსპექტივებითა და გამოწვევებით იწყება.
შპს კერძო სკოლა ნკ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს:
სკოლის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ნატო გერმესაშვილმა, ასევე მასწავლებლებმა, მშობლებმა და კურსდამთავრებულებმა.
სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში ჩვენს წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები, ხოლო პირველკლასელებს – სამახსოვრო სერტიფიკატები და საჩუქრები.
მოსწავლეებს მხიარული განწყობა შეუქმნეს ანიმაციური ჟანრის პერსონაჟებმა.