მაისი 2022

Month

“Nk” – ის მეექვსე კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “პატარა ამბები დიდი იტალიელების შესახებ”. მოსწავლეებმა ისაუბრეს იტალიური ენის წარმოშობისა და გამოჩენილი იტალიელების დანტე ალიგიერის, ფრანცისკო პეტრარკას, ჯოვანი ბოკაჩოს, წმინდა ფრანცისკ ასიზელის, ლეონარდო და ვინჩის, ქრისტეფორე კოლუმბის, მიქელანჯელოს, გალილეო გალილეის, ჯუზეპე გარიბალდისა და ჯუზეპე ვერდის ცხოვრების და თავგადასავლების შესახებ. მოსწავლეებმა იტალიური ენის საუკეთესო ცოდნა გამოავლინეს.
Read More
  “NK” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2022-2023 სასწავლო წლისათვის. რატომ უნდა აირჩიოთ  “NK”? სკოლა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მიზანია აღზარდოს სწრაფადცვალებად გარემოში ადაპტირებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქე; 27 წლიანი გამოცდილება და აკადემიური პერსონალი; 2028 წლისათვის შპს “NK”-ის მიერ შეთავაზებული სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო ინფრასტრუქტურული მოწყობა...
Read More
სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” ფინალური თამაში, სადაც პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის ოთხი სკოლა დაჯილდოვდა 261 მონაწილე სკოლიდან. მათ შორისაა სკოლა-ლიცეუმ” Nk” – ის მოსწავლეთა გუნდი, რომელიც აღნიშნულ პროექტში ყოველწლიურად ფინალში ხვდება. პროექტის გამარჯვებულები დააჯილდოვეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა თეონა იაშვილმა და საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა, ნოე...
Read More
“Nk” – ში ჩატარდა მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით “ძველი და ახალი თბილისი”. მოსწავლეებმა ჩვენს დედაქალაქს მიუძღვნეს ლექსები და გამონათქვამები. ღონისძიება მიმდინარეობდა სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ბავშვებმა გამოავლინეს უცხო ენების საუკეთესო ცოდნა. გამოსაშვები საღამო გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, სლაიდებითა და ნახატებით.
Read More
“Nk” – ის მეთორმეტე კლასელებმა ტრადიციული ბოლო ზარი იზეიმეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, გაიხსენეს პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებლებთან. მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ, პედაგოგებმა, მშობლებმა. მოსწავლეები დალოცა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზმა მამა კონსტანტინემ. მეთორმეტე კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ტრადიციისამებრ ვერის პარკში დარგეს ფიჭვის ნერგები. ზეიმმა...
Read More
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. კაცობრიობა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას. დავიცვათ დედამიწა-ნიშნავს დავიცვათ ჰაერი, მიწა და წყალი, რადგან მათ სისუფთავეზეა დამოკიდებული ცოცხალი ორგანიზმების არსებობა დედამიწაზე. საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან აღნიშნავს. “NK”-ის მოსწავლეები ტრადიციულად ჩაერთნენ გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაზე, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე. ლიცეუმის მოსწავლეებმა დაასუფთავეს ვერის პარკის ტერიტორია და მოქალაქეებს...
Read More
  “NK”-ის დაწყებით კლასებში ჩატარდა კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსი. მოსწავლეებმა გამოავლინეს სწრაფი კითხვისა და დახვეწილი კალიგრაფიის უნარ-ჩვევები. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიგელები.
Read More
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”. 18 აპრილს მეექვსედ ჩატარდა სასკოლო – საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება. “NK” პირველივე წელს აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია (ჩვენი გუნდის წევრი დასახელდა წლის საუკეთესო მოთამაშედ).
Read More
 “NK”-ში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით. კვირეული შეაჯამა ლიტერატურულმა სალონმა “ო, ენავ ჩემო…” ღონისძიებას მთელი საღამოს მანძილზე თან გასდევდა შესაფერისი მუსიკალური ჰანგები სკოლის მოსწავლეების შესრულებით. საღამოს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მშობლები, სკოლის დირექცია და მოსწავლეები.
Read More
  “NK”-ში ჩატარდა ბრიტანული ორგანიზაციის “Dogs Trust”-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. პროგრამის მიზანია ცხოველებთან უსაფრთხო თანაარსებობისა და ურთიერთობის სწავლება, მათდამი ემპათიის განვითარება. მოსწავლეებმა ითამაშეს როლური თამაშები და დახატეს ცხოველები. მათ დაურიგდათ საინფორმაციო მასალა, საგანგებოდ შექმნილი ფერადი ბუკლეტები და გულსაკიდები.
Read More
1 2 3

ბოლო კომენტარები