22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. კაცობრიობა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას. დავიცვათ დედამიწა-ნიშნავს დავიცვათ ჰაერი, მიწა და წყალი, რადგან მათ სისუფთავეზეა დამოკიდებული ცოცხალი ორგანიზმების არსებობა დედამიწაზე.
საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან აღნიშნავს. “NK”-ის მოსწავლეები ტრადიციულად ჩაერთნენ გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაზე, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე. ლიცეუმის მოსწავლეებმა დაასუფთავეს ვერის პარკის ტერიტორია და მოქალაქეებს გარემოს დაცვისაკენ მოუწოდეს.