მაისი 14, 2022

Day

გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა ტრიუმფი სატელევიზიო გადაცემაში “პატარების დიდი შოუ”. ამჯერად, სატელევიზიო შოუმ უმასპინძლა ჩვენს მეხუთე კლასელს, ბარბარე წვერავას. ბარბარე რამდენიმე წელია წარმატებით მონაწილეობს ლათინო-ამერიკული და ჰიპ-ჰოპის ჟანრში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალებზე. ის უამრავი პრიზის, მედლის, დიპლომის და სიგელის მფლობელია. “NK”-ის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეს კიდევ ერთ წარმატებულ გამოსვლას. ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს!
Read More
NK გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
Read More
“NK”-ში საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაცია: “იუნესკო და მისი როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში”. პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები. მეექვსე და მეშვიდე კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია “ქართული მატერიალური და არამატერიალური ძეგლები”. დასასრულს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, არქიტექტორმა თამარ მელიამ და იურისტმა მარიამ ყუფარაძემ უპასუხეს მოსწავლეთა კითხვებს. შეხვედრა საინტერესო და კეთილგანწყობილ გარემოში მიმდინარეობდა სტუმრებმა მოსწავლეებს გადასცეს...
Read More
“NK”-ის მეოთხე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი ღია გაკვეთილი. მათ ისაუბრეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე. სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით გააანალიზეს მოთხრობები: “ბუნების მგოსნები” და “ია”. ორივე ნაწარმოები ეპიზოდებად დაყვეს და მშობლებთან ერთად შექმნეს თითოეული ეპიზოდის კომპოზიცია. გაკვეთილი წარიმართა  მოსწავლეთა აქტიურობითა და მშობელთა ჩართულობით.
Read More
მხიარული არდადეგები “ბაკურიანი 2020”   2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით, წარმატებულ მოსწავლეთათვის, ტრადიციულად, მოეწყო ბაკურიანის 10 დღიანი შეკრება.
Read More
“NK” – ში მოქმედ “ლიტერატურული სალონის” ფორმატში ჩატარდა ღონისძიება “საახალწლო წეს-ჩვეულებები ძველ საქართველოში”. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს უცხოელი მოგზაურების შთაბეჭდილებები საქართველოში გატარებულ ახალ წელზე, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების წეს-ჩვეულებებზე. ლიტერატურული საღამო მუსიკალურად გააფორმეს მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წევრები, პედაგოგები, მოწვეული მშობლები.
Read More
“NK” – ში შერვუდის საგანმანათლებლო ცენტრის ბრიტანელმა ტრენერმა, ნიკოლასმა, ინგლისურ ენაზე ჩაატარა ტრენინგი სახელწოდებით “კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა”. ტრენინგი მიმდინარეობდა კითხვა – პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.
Read More
“Nk” – ის მესამე კლასელებმა რუსული ენის ანბანისადმი მიძღვნილი კოსტუმირებული ზეიმი გამართეს. მოსწავლეებმა შესანიშნავი რუსულით წარმოთქვეს ლექსები და გამონათქვამები. შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ღონისძიების ბოლოს მესამე კლასელმა ნინი ბაჩიაშვილმა წაიკითხა მუხრან მაჭავარიანის ლექსი “მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა”. ზეიმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორი ირინა კაპანაძე, სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები.
Read More
“Nk” – ის მერვე კლასში ჩატარდა პროექტის “რიცხვის სტანდარტული ფორმა, დიდი და პატარა რიცხვები” პრეზენტაცია. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ერთ საგანში ( მათემატიკაში) ნასწავლი და გააზრებული მასალა გამოეყენებინათ სხვა (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ასტრონომია) საგნებში, განევითარებინათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და წარდგენის უნარ-ჩვევები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები. +2 68 ადამიანი მოიცვა...
Read More
“Nk” – ის მეექვსე კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “პატარა ამბები დიდი იტალიელების შესახებ”. მოსწავლეებმა ისაუბრეს იტალიური ენის წარმოშობისა და გამოჩენილი იტალიელების დანტე ალიგიერის, ფრანცისკო პეტრარკას, ჯოვანი ბოკაჩოს, წმინდა ფრანცისკ ასიზელის, ლეონარდო და ვინჩის, ქრისტეფორე კოლუმბის, მიქელანჯელოს, გალილეო გალილეის, ჯუზეპე გარიბალდისა და ჯუზეპე ვერდის ცხოვრების და თავგადასავლების შესახებ. მოსწავლეებმა იტალიური ენის საუკეთესო ცოდნა გამოავლინეს.
Read More
1 2

ბოლო კომენტარები