“Nk” – ის მეთორმეტე კლასელებმა ტრადიციული ბოლო ზარი იზეიმეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, გაიხსენეს პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებლებთან. მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ, პედაგოგებმა, მშობლებმა. მოსწავლეები დალოცა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზმა მამა კონსტანტინემ. მეთორმეტე კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ტრადიციისამებრ ვერის პარკში დარგეს ფიჭვის ნერგები. ზეიმმა ხალისისა და იუმორის თანხლებით ჩაიარა.