საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”. 18 აპრილს მეექვსედ ჩატარდა სასკოლო – საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება. “NK” პირველივე წელს აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია (ჩვენი გუნდის წევრი დასახელდა წლის საუკეთესო მოთამაშედ).