ღონისძიებები

Category

მხიარული არდადეგები “ბაკურიანი 2020”   2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით, წარმატებულ მოსწავლეთათვის, ტრადიციულად, მოეწყო ბაკურიანის 10 დღიანი შეკრება.
Read More
“NK” – ში მოქმედ “ლიტერატურული სალონის” ფორმატში ჩატარდა ღონისძიება “საახალწლო წეს-ჩვეულებები ძველ საქართველოში”. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს უცხოელი მოგზაურების შთაბეჭდილებები საქართველოში გატარებულ ახალ წელზე, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების წეს-ჩვეულებებზე. ლიტერატურული საღამო მუსიკალურად გააფორმეს მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წევრები, პედაგოგები, მოწვეული მშობლები.
Read More
“Nk” – ის მესამე კლასელებმა რუსული ენის ანბანისადმი მიძღვნილი კოსტუმირებული ზეიმი გამართეს. მოსწავლეებმა შესანიშნავი რუსულით წარმოთქვეს ლექსები და გამონათქვამები. შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ღონისძიების ბოლოს მესამე კლასელმა ნინი ბაჩიაშვილმა წაიკითხა მუხრან მაჭავარიანის ლექსი “მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა”. ზეიმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორი ირინა კაპანაძე, სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები.
Read More
სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” ფინალური თამაში, სადაც პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის ოთხი სკოლა დაჯილდოვდა 261 მონაწილე სკოლიდან. მათ შორისაა სკოლა-ლიცეუმ” Nk” – ის მოსწავლეთა გუნდი, რომელიც აღნიშნულ პროექტში ყოველწლიურად ფინალში ხვდება. პროექტის გამარჯვებულები დააჯილდოვეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა თეონა იაშვილმა და საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა, ნოე...
Read More
“Nk” – ში ჩატარდა მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით “ძველი და ახალი თბილისი”. მოსწავლეებმა ჩვენს დედაქალაქს მიუძღვნეს ლექსები და გამონათქვამები. ღონისძიება მიმდინარეობდა სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ბავშვებმა გამოავლინეს უცხო ენების საუკეთესო ცოდნა. გამოსაშვები საღამო გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, სლაიდებითა და ნახატებით.
Read More
“Nk” – ის მეთორმეტე კლასელებმა ტრადიციული ბოლო ზარი იზეიმეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, გაიხსენეს პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებლებთან. მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ყენიამ, პედაგოგებმა, მშობლებმა. მოსწავლეები დალოცა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზმა მამა კონსტანტინემ. მეთორმეტე კლასელებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ტრადიციისამებრ ვერის პარკში დარგეს ფიჭვის ნერგები. ზეიმმა...
Read More
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. კაცობრიობა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას. დავიცვათ დედამიწა-ნიშნავს დავიცვათ ჰაერი, მიწა და წყალი, რადგან მათ სისუფთავეზეა დამოკიდებული ცოცხალი ორგანიზმების არსებობა დედამიწაზე. საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან აღნიშნავს. “NK”-ის მოსწავლეები ტრადიციულად ჩაერთნენ გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაზე, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე. ლიცეუმის მოსწავლეებმა დაასუფთავეს ვერის პარკის ტერიტორია და მოქალაქეებს...
Read More
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”. 18 აპრილს მეექვსედ ჩატარდა სასკოლო – საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება. “NK” პირველივე წელს აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია (ჩვენი გუნდის წევრი დასახელდა წლის საუკეთესო მოთამაშედ).
Read More
 “NK”-ში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით. კვირეული შეაჯამა ლიტერატურულმა სალონმა “ო, ენავ ჩემო…” ღონისძიებას მთელი საღამოს მანძილზე თან გასდევდა შესაფერისი მუსიკალური ჰანგები სკოლის მოსწავლეების შესრულებით. საღამოს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მშობლები, სკოლის დირექცია და მოსწავლეები.
Read More
1 5 6 7

ბოლო კომენტარები