ღონისძიებები

Category

20 დეკემბრის საქველმოქმედო აქციის გაგრძელება. ქველმოქმედება, სიკეთის კეთება, როგორც ადამიანის უმთავრესი მოვალეობა.  “NK”-ის მოსწავლეები ესტუმრნენ მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფარს “კათარზისს”. მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და გადასცეს საჭირო ნივთები და ტკბილეული, რომლებიც შეძენილი იქნა საშობაო-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შემდეგ შემოსული თანხით.
Read More
თანაგრძნობა, სოლიდარობა და სათნოება ადამიანის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია. სკოლისათვის კი უმთავრესია ჩვენი ბავშვები ამ ღირებულებების მატარებელ მოქალაქეებად აღვზარდოთ. ამ მიზნით  “NK”-ში გაიმართა საშობაო-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ფანტაზიით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, ნახატები. შემოსული თანხით მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფრისთვის, “კათარზისი”, შეძენილი იქნება საჭირო ნივთები და ტკბილეული. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს საქველმოქმედო აქციაში...
Read More
ჯადოსნური სამყარო, სადაც ყველაფერი განსხვავებული და არაჩვეულებრივია, სადაც მეცნიერება კიდევ უფრო საინტერესო და სანახაობრივია. ინტერაქტიული ექსკურსია ფიზიკის მუზეუმში, სადაც შესაძლებელია თითოეულ ექსპონატთან შეხება და საოცარი აზოტის შოუ ექსპერიმენტებით. “NK”-ის მოსწავლეთა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და მხიარული სასკოლო ექსკურსია ექსპერიმენტორიუმში.
Read More
ქართული, ევროპული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული ავთენტური მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფონო-ფოტო მასალა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.  “NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მუსიკალური დღე ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში. ვიზიტის ბოლოს, ჩვენმა მეხუთე კლასელმა და...
Read More
გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა ტური თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. ამჯერად, უნივერსიტეტების სასწავლო გარემო დაათვალიერეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ლაბორატორიები; მუზეუმი; ხელოვნებისა და არქიტექტურის აუდიტორიები; კულინარიის აკადემია; ბიბლიოთეკა; ვივარიუმი; სპორტული დარბაზები. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ ცდებში და კვლევებში.
Read More
“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ტური თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო ბაზაზე. მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო, დაათვალიერეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები და მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კულინარიის აკადემია და სპორტული დარბაზები. მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ ცდებში და პრაქტიკულ კვლევებში.
Read More
 “NK”-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით პროგრამაში “ეკოთავგადასავალი”, რომელიც დატვირთული იყო სასწავლო თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტებით, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო. მცენარეთა თესლის დათესვა; არტთერაპიული სავარჯიშოები; სენსორული მცენარეების გაცნობა; ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შენეცნება; ასე დასრულდა  “NK”-ის მოსწავლეთა მხიარული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე დღე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.
Read More
”NK”-ის მოსწავლეთა ტური თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა: საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმი; კამპუსის ბიბლიოთეკა; ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ლაბორატორიები; კულინარიის აკადემია; მრავალფეროვანი ტურის ბოლოს მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
Read More
ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა, აჭარა… ძველი ქართული ოდები და ნაგებობები, ადათ-წესები და ტრადიციები… სამეურნეო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები, ხალიჩები, ფარდაგები, ხალხური სამოსელი, ხის, კერამიკის, ტყავის ნაკეთობები… შემოდგომის თბილი, მზიანი დღე და ბუნების საოცარი ფერწერა… “NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო, მრავალფეროვანი, მხიარული და სასიამოვნო ემოციებით სავსე დღე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
Read More
“NK”-ში ცოდნის ზეიმი გაიმართა. მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ბატონმა ნუგზარ ყენიამ.  დირექციას და მასწავლებლებს სამადლობელი სიტყვით მიმართეს სკოლის კურსდამთავრებულებმა და მშობლებმა. სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებს მხიარული განწყობა შეუქმნეს ზღაპრის გმირებმა.
Read More
1 2 3 4 7

ბოლო კომენტარები