ახალი სასწავლო წელი ახალ სივრცეში ახალი იმედებით, პერსპექტივებითა და გამოწვევებით. შპს კერძო სკოლა ნკ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გთავაზობთ სრულიად განახლებულ გარემოში განათლების მიღების შესანიშნავ შესაძლებლობას.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: სკოლის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ნატო გერმესაშვილმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და კურსდამთავრებულებმა.
სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებს მხიარული განწყობა შეუქმნეს ზღაპრის გმირებმა. პირველკლასელებს კი გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები და საჩუქრები.