სამყაროს სიყვარული გადაარჩენს. მშვენიერი ემოციების ამოუწურავი წყარო კიდევ უფრო ლამაზი ხდება, როცა ადამიანი ისმენს ან კითხულობს სიტყვებს, რომლებიც მას ბედნიერს ხდის.
გულების დღე NK-ში. სითბო, სიყვარული და პოზიტივი, რომელიც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს.
გულის ფორმის ფერად ფურცლებზე გადატანილი ემოცია, დაფასება, შექება, კომპლიმენტები, მადლიერება, სურვილები და ამ ფურცლებით მოფენილი ჩვენი სკოლის კედლები.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი გულების დღე და უთვალავი დადებითი ემოცია, რომელიც ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დიდხანს ემახსოვრებათ.