ღიმილით, სიხარულით, სითბოთი და ემოციებით სავსე დღე “NK”-ში.
მე-12 კლასელთა ტრადიციული ბოლო ზარი, პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებელთან, ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები, რომელიც დღეს დასრულდა და დაიწყო ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი, თავგადასავლებით სავსე ეტაპი, რომელიც მათ ბედნიერ, საინტერესო, შინაარსიან და მრავალფეროვან წლებს აჩუქებს.
მივულოვეთ, დავლოცეთ, წარმატებები ვუსურვეთ და ვერის პარკში ნაძვის ნერგიც დავრგეთ, როგორც ჩვენს სკოლაში გატარებული უბედნიერესი წლების სიმბოლო.