ღიმილით, სიხარულით, სითბოთი და ემოციებით სავსე დღე “NK”-ში. მე-12 კლასელთა ტრადიციული ბოლო ზარი, პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებელთან, ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები, რომელიც დღეს დასრულდა და დაიწყო ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი, თავგადასავლებით სავსე ეტაპი, რომელიც მათ ბედნიერ, საინტერესო, შინაარსიან და მრავალფეროვან წლებს აჩუქებს. მივულოვეთ, დავლოცეთ, წარმატებები ვუსურვეთ და ვერის პარკში ნაძვის ნერგიც დავრგეთ,...Read More
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასასრული “NK”-ში. დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას! მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ვერის პარკში, წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე “Earth Day”, სადაც ისაუბრეს დედამიწის ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა მოქალაქეებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს და დაარიგეს ფერადი ბუშტები სამახსოვრო წარწერებით. ️მასწავლებლები: ლიკა გრძელიშვილი, თამუნა ოზბეთელაშვილიRead More
“NK’-ის მოსწავლე, ნიკა ქავთარაძე, წარმატებით მონაწილეობდა 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანი იყო მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენა, ხოლო კონფერენციის მთავარი თემა – “მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა”. ხელმძღვანელი – სოფიო გორგიჯანიძეRead More
“NK”-ის მოსწავლეების საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ერთ სივრცეში წარმოდგენილი საქართველო და ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებული ისტორია. 14 ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, საქართველოს ყველა რეგიონი, მათი არქიტექტურა და ტრადიციები. ადგილი, სადაც თავმოყრილია მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი და ბუნების საოცარი ფერები. ვარდისფერი არღვნების და იასამნების ყვავილობა. ჩვენი მოსწავლეების გართობა, დასვენება...Read More
“NK”-ში გრძელდება დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. კვირეულის ფარგლებში ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სახელწოდებით “დედამიწა და ადამიანი”, სადაც განიხილეს ადამიანების დამოკიდებულება დედამიწის მიმართ, ისაუბრეს პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებზე. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. მასწავლებელი – სოფიო გორგიჯანიძეRead More
“NK”-ის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე: Artificial Intelligence; Biology Aging; Animation Industry; თემები, რომელზეც ჩვენმა მოსწავლეებმა დეტალურად ისაუბრეს და ინგლისური ენის საუკეთესო ცოდნით წარმოადგინეს. მასწავლებელი – სოფო ნავროზაშვილიRead More
ჯადოსნური სამყარო მინი ზოოპარკის სტილში, რომელიც განსხვავებული, ფერადი და სახალისო ინტერიერით გამოირჩევა. ცხოველთა სამყარო, სადაც ფერმაშიც იმოგზაურებთ და ეგზოტიკურ სამყაროშიც. კონტაქტურ ზოოპარკში ვიზიტით ბავშვი ცხოველების სიყვარულს და მათზე ზრუნვას სწავლობს, რადგან მათ ცხოველებთან და ფრინველებთან შეხება, მათი მოფერება და გამოკვება შეუძლიათ. “NK”-ის მოსწავლეთა მხიარული და შთაბეჭდილებებით სავსე დღე ფაუნის სამყაროში “ფაუნალენდი”.Read More
“NK”-ის მე-5 კლასის მოსწავლის, სესილი სივსივაძის მორიგი საერთაშორისო აღიარება. სესილიმ, რომელიც ასევე არის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლე, მოიპოვა ლაურეატის წოდება რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში: იტალიის ფანი მენდელსონის სახელობის მესამე საერთაშორისო ონლაინ კონკურსი (Fanny Mendelssohn International Online Competition) – გრან-პრი და აბსოლუტური I პრემია. ტეხასის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (Radda Rise...Read More
“NK” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2024-2025 სასწავლო წლისათვის. რატომ უნდა აირჩიოთ “NK”? 29 წლიანი გამოცდილება და აკადემიური პერსონალი, რომელიც სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო ინფრასტრუქტურული მოწყობა პასუხობს სასკოლო საზოგადოების მოთხოვნებს; წამყვანი პედაგოგის სტატუსის მქონე მასწავლებლები; მაღალი კვალიფიკაცია და ინოვაციური სწავლების მეთოდები; გაძლიერებული პროგრამით სწავლება; ჩვენი სკოლის მოსწავლეები...Read More
“NK”-ის მოსწავლეთა ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ჩვენმა ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს უძველესი ქართული ხელნაწერები, ოთხთავები, კრებულები, თხზულებანი, მინიატურები, სჯულის კანონი, თამარ მეფის ხელნაწერი, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო სამოსელი და მისი ქალიშვილის, ნანო კვინიტაძის რესტავრირებული სამოსი. ვიზიტის მხიარული დასასრული კი იყო ფაზლის გამოყენებით როსტევან მეფისა და ავთანდილის ნადირობის სცენის აღდგენა “ვეფხისტყაოსნიდან”.Read More
ბოლო კომენტარები