ჩვენი მოსწავლის საერთაშორისო აღიარება

✨️ “NK”-ის მე-5 კლასის მოსწავლის, სესილი სივსივაძის მორიგი საერთაშორისო აღიარება.
სესილიმ, რომელიც ასევე არის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლე, მოიპოვა ლაურეატის წოდება რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში:
იტალიის ფანი მენდელსონის სახელობის მესამე საერთაშორისო ონლაინ კონკურსი (Fanny Mendelssohn International Online Competition) – გრან-პრი და აბსოლუტური I პრემია.🏆🥇
ტეხასის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (Radda Rise international Piano Competition 2023) – მეორე საპრიზო ადგილი.🥈🎶
  ფ. ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (ესპანეთი) – პირველი საპრიზო ადგილი;🥇
 აშშ-კანადის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (აშშ, ნიუ-იორკი) – გრანპრი, პლატინის მედალი.🏆
🔶️“NK” ულოცავს სესილის ამ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!🎼🎵🎶

Leave a Reply