29 წლიანი გამოცდილება და აკადემიური პერსონალი, რომელიც სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო ინფრასტრუქტურული მოწყობა პასუხობს სასკოლო საზოგადოების მოთხოვნებს;
წამყვანი პედაგოგის სტატუსის მქონე მასწავლებლები;
მაღალი კვალიფიკაცია და ინოვაციური სწავლების მეთოდები;
გაძლიერებული პროგრამით სწავლება;
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას შეისწავლიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია “English Book Education”-ის მიერ მოწოდებული “Macmillan Education”-ის თანამედროვე სახელმძღვანელოებით. მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც მათ საშუალებას აძლევს საერთაშორისო გამოცდებზე TOEFL Family Assessment მიაღწიონ სასურველ შედეგს.
“NK”- ის მოსწავლეთათვის წარმატებით ხორციელდება ინგლისურენოვანი პროექტი “The King’s and Queen’s Club”, სადაც მოსწავლეები კითხულობენ ინგლისურენოვან წიგნებს, რომლის განხილვაც მიმდინარეობს იმ უცხოელ მასწავლებელთან ერთად, ვისთვისაც ინგლისური არის მშობლიური ენა.
სკოლაში წარმატებით ხორციელდება კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირებისა და ციფრული წიგნიერების საერთაშორისო პროგრამა CodeMonkey.
საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის მიზანია პროგრამირებისა და ციფრული წიგნიერების სწავლება მოსწავლეებისთვის ინოვაციური, სახალისო და საინტერესო გზით.
CodeMonkey პლატფორმის დახმარებით მოსწავლეები სწავლობენ პროგრამირებისა და ქოდინგის კომპლექსურ პრინციპებს, ეუფლებიან პროგრამირების რეალურ ენებს, ქმნიან საკუთარ ციფრულ პროექტებს: თამაშებს, ანიმაციებს, ჭკვიან აპლიკაციებს ChatBot-ებს, STEM პროექტებს.