Schoolnk-admin Schoolnk-admin

By

ერთი მსახიობის თეატრი  “NK”-ში. მსახიობის მიერ შესრულებული სპექტაკლები და კინოროლები, ეპიზოდები ცნობილი სპექტაკლებიდან, ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები, განვლილი გზა და მოგონებები. ქართული თეატრისა და კინოს ცოცხალი ლეგენდის, საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის საინტერესო და შემოქმედებითი შეხვედრა ჩვენს მოსწავლეებთან.
Read More
კიდევ ერთი ჩვენი წარმატებული მოსწავლის შესახებ გიამბობთ.  “NK”-ის კურსდამთავრებული, მარიამ პირველი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ედმუნდ მასკის, პროგრამის გამარჯვებულია. პროგრამა, მომავალ ლიდერებს, შესაძლებლობას აძლევს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გამოცდილების მისაღებად იმუშაონ აშშ-ის წამყვან ორგანიზაციებში. მარიამი, 2023 წელს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებულიც გახდა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სრული დაფინანსებით სწავლა...
Read More
საახალწლო ზეიმი “NK”-ში. ჩვენს ბავშვებს შესანიშნავი წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს სანტა კლაუსმა, დიჯეიმ და ანიმატორებმა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური ნომრები. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კი გადაეცათ საახალწლო სიგელები.
Read More
20 დეკემბრის საქველმოქმედო აქციის გაგრძელება. ქველმოქმედება, სიკეთის კეთება, როგორც ადამიანის უმთავრესი მოვალეობა.  “NK”-ის მოსწავლეები ესტუმრნენ მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფარს “კათარზისს”. მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და გადასცეს საჭირო ნივთები და ტკბილეული, რომლებიც შეძენილი იქნა საშობაო-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შემდეგ შემოსული თანხით.
Read More
თანაგრძნობა, სოლიდარობა და სათნოება ადამიანის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია. სკოლისათვის კი უმთავრესია ჩვენი ბავშვები ამ ღირებულებების მატარებელ მოქალაქეებად აღვზარდოთ. ამ მიზნით  “NK”-ში გაიმართა საშობაო-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ფანტაზიით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, ნახატები. შემოსული თანხით მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფრისთვის, “კათარზისი”, შეძენილი იქნება საჭირო ნივთები და ტკბილეული. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს საქველმოქმედო აქციაში...
Read More
 “NK”-ის მე-8 კლასელებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით “გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება და მოღვაწეობა”. მოსწავლეებმა შესანიშნავი ინგლისურით ისაუბრეს ვან გოგის, ლეონარდო დავინჩის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ალფრედ ნობელის და სხვათა ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. პრეზენტაციას დისკუსიის სახეც ჰქონდა. მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუსვეს კითხვები და მიიღეს პასუხები. დასასრულს კი ჩატარდა სახალისო ქვიზი ლოგიკურ აზროვნებაზე, რამაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და...
Read More
ჯადოსნური სამყარო, სადაც ყველაფერი განსხვავებული და არაჩვეულებრივია, სადაც მეცნიერება კიდევ უფრო საინტერესო და სანახაობრივია. ინტერაქტიული ექსკურსია ფიზიკის მუზეუმში, სადაც შესაძლებელია თითოეულ ექსპონატთან შეხება და საოცარი აზოტის შოუ ექსპერიმენტებით. “NK”-ის მოსწავლეთა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და მხიარული სასკოლო ექსკურსია ექსპერიმენტორიუმში.
Read More
ქართული, ევროპული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული ავთენტური მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფონო-ფოტო მასალა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.  “NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მუსიკალური დღე ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში. ვიზიტის ბოლოს, ჩვენმა მეხუთე კლასელმა და...
Read More
გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა ტური თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. ამჯერად, უნივერსიტეტების სასწავლო გარემო დაათვალიერეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ლაბორატორიები; მუზეუმი; ხელოვნებისა და არქიტექტურის აუდიტორიები; კულინარიის აკადემია; ბიბლიოთეკა; ვივარიუმი; სპორტული დარბაზები. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ ცდებში და კვლევებში.
Read More
ძალადობა და მისი პრევენცია სკოლაში; რა არის ბულინგი და რამდენად საშიშია ის ქართული სკოლებისთვის; რა მოტივი იმალება ბულინგის უკან; ვინ არის მოძალადე; რა უნდა გააკეთოს სკოლამ, მასწავლებლებმა და მშობლებმა, რომ პრობლემა დაფარული არ დარჩეს; ბულინგის დროული ამოცნობა და მართვა; ძალადობა, როგორც უარყოფითი მოვლენა, რომელიც საზოგადოებამ უნდა აღმოფხვრას. ამ საკითხებთან დაკავშირებით “NK”-ში ლექცია გამართა ფსიქოლოგმა ლელა...
Read More
1 … 8 9 10 11 12 … 19

ბოლო კომენტარები