თანაგრძნობა, სოლიდარობა და სათნოება ადამიანის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია. სკოლისათვის კი უმთავრესია ჩვენი ბავშვები ამ ღირებულებების მატარებელ მოქალაქეებად აღვზარდოთ. ამ მიზნით “NK”-ში გაიმართა საშობაო-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ფანტაზიით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, ნახატები.
შემოსული თანხით მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფრისთვის, “კათარზისი”, შეძენილი იქნება საჭირო ნივთები და ტკბილეული.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის.