კიდევ ერთი ჩვენი წარმატებული მოსწავლის შესახებ გიამბობთ.
“NK”-ის კურსდამთავრებული, მარიამ პირველი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ედმუნდ მასკის, პროგრამის გამარჯვებულია.
პროგრამა, მომავალ ლიდერებს, შესაძლებლობას აძლევს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გამოცდილების მისაღებად იმუშაონ აშშ-ის წამყვან ორგანიზაციებში.
მარიამი, 2023 წელს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებულიც გახდა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სრული დაფინანსებით სწავლა განაგრძო პიტსბურგის (პენსილვანიის შტატი) სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე.
“NK”-ის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.