ქართული, ევროპული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული ავთენტური მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფონო-ფოტო მასალა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.
“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მუსიკალური დღე ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში.
ვიზიტის ბოლოს, ჩვენმა მეხუთე კლასელმა და მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულმა, სესილი სივსივაძემ, შეასრულა ბეთჰოვენის პირველი სონატა და მიხეილ მაშკოვსკის ეტიუდი.