ძალადობა და მისი პრევენცია სკოლაში; რა არის ბულინგი და რამდენად საშიშია ის ქართული სკოლებისთვის; რა მოტივი იმალება ბულინგის უკან; ვინ არის მოძალადე; რა უნდა გააკეთოს სკოლამ, მასწავლებლებმა და მშობლებმა, რომ პრობლემა დაფარული არ დარჩეს; ბულინგის დროული ამოცნობა და მართვა; ძალადობა, როგორც უარყოფითი მოვლენა, რომელიც საზოგადოებამ უნდა აღმოფხვრას.
ამ საკითხებთან დაკავშირებით “NK”-ში ლექცია გამართა ფსიქოლოგმა ლელა მურუსიძემ.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.