ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში “NK”-ის მოსწავლეები ესტუმრნენ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს.
კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მოისწრაფიშვილმა, მოსწავლეებს გააცნო სასწავლებლის დაარსების ისტორია, ესაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, განუმარტა, თუ რამდენად აუცილებელია კვალიფიციური კადრების აღზრდა და მათი რკინიგზაში დასაქმება.
პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეთათვის ჩატარდა სიმულაციური სწავლება. გაეცნენ მატარებლის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების წესებს.