გრძელდება “NK”-ის მოსწავლის, ნიტა სხილაძის წარმატებები. ამჯერად, ნიტამ, საქართველოს პირველობაზე ჩოგბურთში 12/16 წლის ასაკის გოგონათა შორის, პირველი ადგილი დაიკავა და მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!