მაისი 17, 2023

Day

ჩვენ ვირჩევთ პროფესიას! ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში “NK”-ის მოსწავლეები ესტუმრნენ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს. კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მოისწრაფიშვილმა, მოსწავლეებს გააცნო სასწავლებლის დაარსების ისტორია, ესაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, განუმარტა, თუ რამდენად აუცილებელია კვალიფიციური კადრების აღზრდა და მათი რკინიგზაში დასაქმება. პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეთათვის ჩატარდა სიმულაციური სწავლება. გაეცნენ მატარებლის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების წესებს.
Read More
 “NK’-ის მოსწავლეთა საინტერესო, მხიარული და განსაკუთრებულად ტკბილი დღე კომპანია “ბარამბოში”. დაათვალიერეს და გაეცნენ საწარმოს მუშაობის პრინციპს, დაესწრნენ პროდუქციის წარმოებისა და შეფუთვის პროცესს. ვიზიტის ბოლოს კი საჩუქრად მიიღეს კომპანია “ბარამბოს” მიერ წარმოებული უგემრიელესი ქართული ტკბილეული.
Read More