ამერიკელი ასტრონავტი, ნილ არმსტრონგი, წერდა: “როცა მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას და დავინახე პატარა, ცისფერი ბუშტი ცხოვრებაში პირველად ავტირდი. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი”. 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. გავუფრთხილდეთ დედამიწას! ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია! ️ “NK”-ის მოსწავლეები, ტრადიციულად, ჩაერთვნენ გარემოსდაცვით ღონისძიებაში და ამით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პლანეტის მიმართ.Read More
საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებით-საგანმანათლებლო ლექცია-პრეზენტაცია “NK”-ში. მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდის “ნოვა” დამფუძნებელი და რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტი რამაზ ბლუაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა ამერიკის კოსმოსური სააგენტო “NASA”-ს და “ვოიაჯერის” შესახებ. გააცნო ინფორმაცია ცნობილ ქართველ ავიაკონსტრუქტორზე, ალექსანდრე ქართველზე, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად. უამბო ქართული ხალხური სიმღერის “ჩაკრულოს” კოსმოსში გაგზავნის საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია, რომელიც უამრავი პროექტის...Read More
“NK”-ის მე-7 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საწარმოს “კოკა-კოლა”. გაეცნენ საწარმოს გარემოს, მუშაობის პრინციპებს, მოისმინეს კოკა-კოლას დაარსების ისტორია, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, მიიღეს ინფორმაცია წარმოების ტექნოლოგიების შესახებ, დაესწრნენ პროდუქციის წარმოების პროცესს. ვიზიტის დასასრულს დააგემოვნეს ქართული წარმოების მსოფლიო ბრენდი.Read More
“NK”-ის მე-9 კლასში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის მიერ ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “ოქროს კვეთა და ფიბონაჩის მიმდევრობა”. მოსწავლეებმა განიხილეს ოქროს კვეთის გეომეტრიული და ალგებრული ასპექტი, ფიბონაჩის მიმდევრობა. წარმოდგენილი იქნა ფიბონაჩის სპირალი. ასევე, ოქროს კვეთისა და ფიბონაჩის მიმდევრობის ელემენტები ხელოვნებასა და ბუნებაში. პრეზენტაციამ მშობლებისა და მათემატიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მასწავლებელი- იოანე შენგელიაRead More
“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო, განსხვავებული და ჯადოსნური ექსკურსია. მოგზაურობა რეალურ და არარეალურ საოცრებებში, ამოტრიალებული ილუზორული სამყარო. ჩვენი მოსწავლეების შთამბეჭდავი, ნაყოფიერი და უამრავი დადებითი ემოციით სავსე დღე ილუზიების მუზეუმში.Read More
დავამზადოთ და მოვხატოთ სააღდგომო აქსესუარები! შევხვდეთ აღდგომას განსაკუთრებულად! “NK”-ის მოსწავლეები სოციალურ საწარმოს “კოდალა” ესტუმრნენ და ხის სათამაშოების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასის პროგრამაში “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას. საკუთარი ხელით დაამუშავეს ხის მასალა, შექმნეს და მოხატეს სააღდგომო დეკორაცია.Read More
“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში. მოსწავლეები გაეცნენ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან დაკავშირებულ მასალებს, დოკუმენტებს, ფოტომასალას და ინსტალაციებს. დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს.Read More
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. “NK”-ის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩვენი წილი სიჭრელითა და თანადგომით ვუერთდებით ამ მსოფლიო დღეს. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს და ფერადი ხელებითა და წინდებით გამოვხატავთ სოლიდარობას “მზის შვილების” მიმართRead More
“NK”-ის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება სახელწოდებით “გაზაფხულის დღესასწაული”. ბავშვებმა გააცილეს სუსხიანი, მაგრამ მხიარული ზამთარი და მიეგებნენ წელიწადის უმშვენიერეს დროს, გაზაფხულს. ღონისძიებას თეატრალიზებული სახე ჰქონდა. ბოლოს კი ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლემ, სესილი სივსივაძემ, რომელიც მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია, შეასრულა მუსიკალური ნომრები.Read More
“NK” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2023-2024 სასწავლო წლისათვის. რატომ უნდა აირჩიოთ “NK”? სკოლა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მიზანია აღზარდოს სწრაფადცვალებად გარემოში ადაპტირებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქე; 28 წლიანი გამოცდილება და აკადემიური პერსონალი, რომელიც სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო ინფრასტრუქტურული მოწყობა პასუხობს სასკოლო საზოგადოების მოთხოვნებს; წამყვანი პედაგოგის სტატუსის...Read More
ბოლო კომენტარები