დავამზადოთ და მოვხატოთ სააღდგომო აქსესუარები! შევხვდეთ აღდგომას განსაკუთრებულად! “NK”-ის მოსწავლეები სოციალურ საწარმოს “კოდალა” ესტუმრნენ და ხის სათამაშოების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასის პროგრამაში “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას. საკუთარი ხელით დაამუშავეს ხის მასალა, შექმნეს და მოხატეს სააღდგომო დეკორაცია.