სკოლა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მიზანია აღზარდოს სწრაფადცვალებად გარემოში ადაპტირებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქე;
28 წლიანი გამოცდილება და აკადემიური პერსონალი, რომელიც სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო ინფრასტრუქტურული მოწყობა პასუხობს სასკოლო საზოგადოების მოთხოვნებს;
წამყვანი პედაგოგის სტატუსის მქონე მასწავლებლები;
მაღალი კვალიფიკაცია და ინოვაციური სწავლების მეთოდები;
გაძლიერებული პროგრამით სწავლება;
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას შეისწავლიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია “English Book Education”-ის მიერ მოწოდებული “Macmillan Education”-ის თანამედროვე სახელმძღვანელოებით. მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც მათ საშუალებას აძლევს საერთაშორისო გამოცდებზე TOEFL Family Assessment მიაღწიონ სასურველ შედეგს.
“NK”- ის მოსწავლეთათვის წარმატებით ხორციელდება ინგლისურენოვანი პროექტი “The King’s and Queen’s Club”, სადაც მოსწავლეები კითხულობენ ინგლისურენოვან წიგნებს, რომლის განხილვაც მიმდინარეობს იმ უცხოელ მასწავლებელთან ერთად, ვისთვისაც ინგლისური არის მშობლიური ენა.