“NK”-ის მეშვიდე კლასის მოსწავლეები გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში “სულხან-საბა ორბელიანი”. წაიკითხეს, გააანალიზეს, იმსჯელეს, მოხატეს და გააფორმეს ილუსტრაციები ცნობილი იგავ-არაკების მიხედვით. დაათვალიერეს გამოფენაზე წარმოდგენილი ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული შიო მღვიმელის, ნიკო რაზიკაშვილის(ბაჩანა), იაკობ გოგებაშვილის ფოტოები, ხელნაწერები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები და გამოცემები. დიდი მადლობა ამ ემოციური და...Read More
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. “NK”-ის მოსწავლეები არ ითვლიან ქრომოსომებს. მათ დახატეს ჭრელი წინდები და ამით გამოხატეს სოლიდარობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. “ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი” “NK”-ის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩვენი წილი სიჭრელითა და თანადგომით ვუერთდებით ამ მსოფლიო დღეს.Read More
გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა ტრიუმფი სატელევიზიო გადაცემაში “პატარების დიდი შოუ”. ამჯერად, სატელევიზიო შოუმ უმასპინძლა ჩვენს მეხუთე კლასელს, ბარბარე წვერავას. ბარბარე რამდენიმე წელია წარმატებით მონაწილეობს ლათინო-ამერიკული და ჰიპ-ჰოპის ჟანრში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალებზე. ის უამრავი პრიზის, მედლის, დიპლომის და სიგელის მფლობელია. “NK”-ის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეს კიდევ ერთ წარმატებულ გამოსვლას. ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს!Read More
“NK”-ში საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაცია: “იუნესკო და მისი როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში”. პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები. მეექვსე და მეშვიდე კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია “ქართული მატერიალური და არამატერიალური ძეგლები”. დასასრულს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, არქიტექტორმა თამარ მელიამ და იურისტმა მარიამ ყუფარაძემ უპასუხეს მოსწავლეთა კითხვებს. შეხვედრა საინტერესო და კეთილგანწყობილ გარემოში მიმდინარეობდა სტუმრებმა მოსწავლეებს გადასცეს...Read More
“NK”-ის მეოთხე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი ღია გაკვეთილი. მათ ისაუბრეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე. სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით გააანალიზეს მოთხრობები: “ბუნების მგოსნები” და “ია”. ორივე ნაწარმოები ეპიზოდებად დაყვეს და მშობლებთან ერთად შექმნეს თითოეული ეპიზოდის კომპოზიცია. გაკვეთილი წარიმართა მოსწავლეთა აქტიურობითა და მშობელთა ჩართულობით.Read More
მხიარული არდადეგები “ბაკურიანი 2020” 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით, წარმატებულ მოსწავლეთათვის, ტრადიციულად, მოეწყო ბაკურიანის 10 დღიანი შეკრება.Read More
“NK” – ში მოქმედ “ლიტერატურული სალონის” ფორმატში ჩატარდა ღონისძიება “საახალწლო წეს-ჩვეულებები ძველ საქართველოში”. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს უცხოელი მოგზაურების შთაბეჭდილებები საქართველოში გატარებულ ახალ წელზე, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების წეს-ჩვეულებებზე. ლიტერატურული საღამო მუსიკალურად გააფორმეს მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წევრები, პედაგოგები, მოწვეული მშობლები.Read More
“NK” – ში შერვუდის საგანმანათლებლო ცენტრის ბრიტანელმა ტრენერმა, ნიკოლასმა, ინგლისურ ენაზე ჩაატარა ტრენინგი სახელწოდებით “კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა”. ტრენინგი მიმდინარეობდა კითხვა – პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.Read More
“Nk” – ის მესამე კლასელებმა რუსული ენის ანბანისადმი მიძღვნილი კოსტუმირებული ზეიმი გამართეს. მოსწავლეებმა შესანიშნავი რუსულით წარმოთქვეს ლექსები და გამონათქვამები. შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ღონისძიების ბოლოს მესამე კლასელმა ნინი ბაჩიაშვილმა წაიკითხა მუხრან მაჭავარიანის ლექსი “მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა”. ზეიმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორი ირინა კაპანაძე, სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები.Read More
ბოლო კომენტარები