Schoolnk-admin Schoolnk-admin

By

 NK-ის მე-4 კლასის მოსწავლის, სესილი სივსივაძის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება. სესილიმ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო კონკურსის „US International Open Music Competition“ სამ სხვადასხვა კატეგორიაში (Young Prodigy, Solo Romantic, Solo Contemporary) მოიპოვა I პრემია და ლაურეატის წოდება.  NK-ის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ!
Read More
 NK-ის მოსწავლეთა მხიარული ზამთრის არდადეგები “ბაკურიანი 2023”
Read More
საახალწლო ზეიმი სკოლა “NK”-ში. ჩვენს ბავშვებს შესანიშნავი წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა სანტა კლაუსმა, დიჯეიმ და ანიმატორებმა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური ნომრები. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ საახალწლო სიგელები.
Read More
სკოლა NK-ის კურსდამთავრებულის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება. ჩვენმა ყოფილმა მოსწავლემ, ლერი ხუფენიამ, მოიპოვა აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული აკადემიური ჯილდო Davis Fellowship აკადემიური წარჩინებისთვის. წელს კოლუმბიის უნივერსიტეტმა სოლიდური კონკურენციის პირობებში ლერის კანდიდატურა წარადგინა პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კატეგორიაში. სკოლა NK-ის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ ლერის ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.
Read More
საახალწლო განწყობა მუსიკის გაკვეთილზე ფლეიტის თანხლებით სკოლა NK-ში.
Read More
NK-ის მოსწავლეთათვის წარმატებით ხორციელდება English Book Education-ის და Macmillan Education-ის კიდევ ერთი სერვისი, ინგლისურენოვანი პროექტი “The King’s and Queen’s Club”. მოსწავლეები კითხულობენ ინგლისურენოვან წიგნებს, რომლის განხილვაც რეგულარულად მიმდინარეობს იმ უცხოელ მასწავლებელთან ერთად, ვისთვისაც ინგლისური არის მშობლიური ენა. პროექტში ჩართულობით მოსწავლეებს უვითარდებათ საუბრის, კითხვის, მოსმენის, წერის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის წარდგენისა და ჯგუფური მუშაობის უნარები. სასწავლო სემესტრის...
Read More
NK-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ფონდებში დაცული მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობისა და ხატწერის ნიმუშები, ნუმიზმატიკური საგანძური.
Read More
️ NK-ის მოსწავლეთა საინტერესო, მრავალფეროვანი და მხიარული ვიზიტი ხელოვნების სასახლეში. ️მოსწავლეებმა მოისმინეს სასახლის ისტორია, დაათვალიერეს ექსპონატები, მხატვრული ტილოები და მონაწილეობა მიიღეს ICOM/CECA-ს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, სადაც მოისმინეს კანფეტების შექმნის ისტორია და ნახეს ვიდეო მასალა, თუ როგორ მზადდება ტკბილეული საქართველოსა და უცხოეთში. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში ბავშვებმა საკუთარი დიზაინით შეფუთეს ტკბილეული.
Read More
NK-ის მოსწავლეები რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები, ფოტომასალა, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სალონური საღამოები, ყოფითი ნივთები და გარემო, რომლითაც მოსწავლეები მე-19 საუკუნის თბილისურ ცხოვრებას ეზიარნენ. ღონისძიების ბოლოს ჩატარდა მხიარული ვიქტორინა.
Read More
 NK-ში გრძელდება პროექტი “ჩვენ ვირჩევთ პროფესიას”, რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში. ამ მიზნით ჩვენი მე-10 და მე-11 კლასელები ესტუმრნენ საგანმანათლებლო კოლეჯს “იკაროსი”. კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერმა ქალბატონმა ლიკა ვაშაკაშვილმა მოსწავლეებს გააცნო სასწავლებლის დაარსების ისტორია და მიღწევები, დათვალიერებინა ინფრასტრუქტურა. შეფმზარეულებმა ჩაატარეს მასტერკლასი და მოსწავლეები ჩართეს პროცესში. მოამზადებინეს კერძები, რომელიც შემდეგ დააგემოვნეს. პროცესი ხალისითა და ენთუზიაზმით წარიმართა.
Read More
1 … 12 13 14 15 16 … 19

ბოლო კომენტარები