ნოემბერი 23, 2022

Day

️ NK-ის მოსწავლეთა საინტერესო, მრავალფეროვანი და მხიარული ვიზიტი ხელოვნების სასახლეში. ️მოსწავლეებმა მოისმინეს სასახლის ისტორია, დაათვალიერეს ექსპონატები, მხატვრული ტილოები და მონაწილეობა მიიღეს ICOM/CECA-ს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, სადაც მოისმინეს კანფეტების შექმნის ისტორია და ნახეს ვიდეო მასალა, თუ როგორ მზადდება ტკბილეული საქართველოსა და უცხოეთში. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში ბავშვებმა საკუთარი დიზაინით შეფუთეს ტკბილეული.
Read More
NK-ის მოსწავლეები რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები, ფოტომასალა, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სალონური საღამოები, ყოფითი ნივთები და გარემო, რომლითაც მოსწავლეები მე-19 საუკუნის თბილისურ ცხოვრებას ეზიარნენ. ღონისძიების ბოლოს ჩატარდა მხიარული ვიქტორინა.
Read More
 NK-ში გრძელდება პროექტი “ჩვენ ვირჩევთ პროფესიას”, რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში. ამ მიზნით ჩვენი მე-10 და მე-11 კლასელები ესტუმრნენ საგანმანათლებლო კოლეჯს “იკაროსი”. კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერმა ქალბატონმა ლიკა ვაშაკაშვილმა მოსწავლეებს გააცნო სასწავლებლის დაარსების ისტორია და მიღწევები, დათვალიერებინა ინფრასტრუქტურა. შეფმზარეულებმა ჩაატარეს მასტერკლასი და მოსწავლეები ჩართეს პროცესში. მოამზადებინეს კერძები, რომელიც შემდეგ დააგემოვნეს. პროცესი ხალისითა და ენთუზიაზმით წარიმართა.
Read More

ბოლო კომენტარები