NK-ის მოსწავლეთათვის წარმატებით ხორციელდება English Book Education-ის და Macmillan Education-ის კიდევ ერთი სერვისი, ინგლისურენოვანი პროექტი “The King’s and Queen’s Club”.
მოსწავლეები კითხულობენ ინგლისურენოვან წიგნებს, რომლის განხილვაც რეგულარულად მიმდინარეობს იმ უცხოელ მასწავლებელთან ერთად, ვისთვისაც ინგლისური არის მშობლიური ენა.
პროექტში ჩართულობით მოსწავლეებს უვითარდებათ საუბრის, კითხვის, მოსმენის, წერის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის წარდგენისა და ჯგუფური მუშაობის უნარები.
სასწავლო სემესტრის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლე მიიღებს Macmillan Education-ის საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს.