Schoolnk-admin Schoolnk-admin

By

“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ტური თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო ბაზაზე. მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო, დაათვალიერეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები და მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კულინარიის აკადემია და სპორტული დარბაზები. მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ ცდებში და პრაქტიკულ კვლევებში.
Read More
როგორ ავირჩიოთ პროფესია, როგორ განვსაზღვროთ სწორად პრიორიტეტები, როგორ შევძლოთ საკუთარი უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციის რეალიზება, როგორ მივაღწიოთ მიზანს და როგორ ვაქციოთ ჩვენი გააზრებული არჩევანი წარმატების საწინდრად. ამ საკითხებთან დაკავშირებით “NK”-ში გამართა ლექცია-პრეზენტაცია IK კონსალტინგის აღმასრულებელმა დირექტორმა და ადამიანური კაპიტალის, ორგანიზაციული და კარიერული განვითარების კონსულტანტმა, ქალბატონმა ირინა ქორიძემ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული...
Read More
 “NK”-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით პროგრამაში “ეკოთავგადასავალი”, რომელიც დატვირთული იყო სასწავლო თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტებით, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო. მცენარეთა თესლის დათესვა; არტთერაპიული სავარჯიშოები; სენსორული მცენარეების გაცნობა; ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შენეცნება; ასე დასრულდა  “NK”-ის მოსწავლეთა მხიარული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე დღე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.
Read More
”NK”-ის მოსწავლეთა ტური თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა: საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმი; კამპუსის ბიბლიოთეკა; ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ლაბორატორიები; კულინარიის აკადემია; მრავალფეროვანი ტურის ბოლოს მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
Read More
ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა, აჭარა… ძველი ქართული ოდები და ნაგებობები, ადათ-წესები და ტრადიციები… სამეურნეო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები, ხალიჩები, ფარდაგები, ხალხური სამოსელი, ხის, კერამიკის, ტყავის ნაკეთობები… შემოდგომის თბილი, მზიანი დღე და ბუნების საოცარი ფერწერა… “NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო, მრავალფეროვანი, მხიარული და სასიამოვნო ემოციებით სავსე დღე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
Read More
“NK”-ში ცოდნის ზეიმი გაიმართა. მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ბატონმა ნუგზარ ყენიამ.  დირექციას და მასწავლებლებს სამადლობელი სიტყვით მიმართეს სკოლის კურსდამთავრებულებმა და მშობლებმა. სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში მოსწავლეებს მხიარული განწყობა შეუქმნეს ზღაპრის გმირებმა.
Read More
სულ რამდენიმე თვის წინ შემოაღეს  “NK”-ის კარი ჩვენმა პირველკლასელებმა. დიდი წარმატებით გაიარეს პირველი სასკოლო ნაბიჯები, შეისწავლეს მხატვრული კითხვა, მათემატიკური აზროვნება, კომუნიკაცია, მოსწავლეთა ქცევის წესები, ანალიზი და შეფასება. დღეს კი მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სადაც შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. მხატვრული კითხვა, გააზრება, როლური თამაში და ინსცენირება – ის...
Read More
ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ინგლისური ვერსია. ჩვენი მოაზროვნე მე-6 კლასელები. საინტერესო კითხვები და პასუხები, ინგლისური ენის შესანიშნავი და საფუძვლიანი ცოდნა. ინტელექტუალური, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და მხიარული დღე, ინგლისურ ენაზე, “NK”-ში.
Read More
რომი, მილანი, ფლორენცია, ვენეცია, ვერონა. იტალიის ხუთი ქალაქი და მათი ღირსშესანიშნაობები.  “NK”-ის მე-7 კლასელების შთამბეჭდავი პრეზენტაცია სახელწოდებით – “იტალიის ღირსშესანიშნაობები”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიღრმისეულად მოძიებული ინფორმაციები და იტალიური ენის შესანიშნავი, საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინეს. მასწავლებელი – ციცინო ტაბატაძე
Read More
 “NK” ხშირად გამცნობთ ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მნიშვნელოვანი წარმატებების შესახებ. ამჯერად, დიდი სიამაყით, სიხარულითა და ემოციით გიზიარებათ ინფორმაციას ჩვენი კურსდამთავრებულის, ლერი ხუფენიას საერთაშორისო აღიარების შესახებ. ლერი, რომელიც ამავდროულად არის კოლუმბიის უნივერსიტეტის დევისის ფონდის მკვლევარი გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში, Forbes-ის 30 წლამდელთა სიის გამარჯვებული გახდა მეცნიერებისა და განათლების კატეგორიაში. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულს ამ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს და...
Read More
1 … 9 10 11 12 13 … 19

ბოლო კომენტარები