პირველკლასელთა პრეზენტაცია

✨️სულ რამდენიმე თვის წინ შემოაღეს  “NK”-ის კარი ჩვენმა პირველკლასელებმა.?‍❤️‍?
✨️ დიდი წარმატებით გაიარეს პირველი სასკოლო ნაბიჯები, შეისწავლეს მხატვრული კითხვა, მათემატიკური აზროვნება, კომუნიკაცია, მოსწავლეთა ქცევის წესები, ანალიზი და შეფასება.
✨️დღეს კი მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სადაც შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.
✨️მხატვრული კითხვა, გააზრება, როლური თამაში და ინსცენირება – ის ცოდნა და უნარები, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით აითვისეს.
✨️პრეზენტაციაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ მშობლებიც.?‍?‍?‍?
✨️ვულოცავთ ჩვენს ჭკვიანსა და ნიჭიერ პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ყველა ნატვრისა და ოცნების ასრულებას!?‍❤️‍???

Leave a Reply