“NK” ხშირად გამცნობთ ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მნიშვნელოვანი წარმატებების შესახებ.
ამჯერად, დიდი სიამაყით, სიხარულითა და ემოციით გიზიარებათ ინფორმაციას ჩვენი კურსდამთავრებულის, ლერი ხუფენიას საერთაშორისო აღიარების შესახებ.
ლერი, რომელიც ამავდროულად არის კოლუმბიის უნივერსიტეტის დევისის ფონდის მკვლევარი გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში, Forbes-ის 30 წლამდელთა სიის გამარჯვებული გახდა მეცნიერებისა და განათლების კატეგორიაში.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულს ამ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს.