Caption Here

Blog Full Both Sidebar

ჩვენს სკოლაში ბავშვებს ლაღი და თავისუფალი გარემო აქვთ, ფრთებს არ აჭრიან, ფანტაზიას არ უზღუდავენ, ოცნებას არ უკრძალავენ და საგნების გარდა, ერთმანეთსა და სამყაროზე ზრუნვას ასწავლიან. თუ გსურთ, თქვენი შვილი პეპივით ლაღი, თავდაჯერებული, მზრუნველი და მიზანდასახული გაიზარდოს-ლიდერი სწორი ღირებულებებით-მაშინ მობრძანდით “NK”-ში.
Read More
ღიმილით, სიხარულით, სითბოთი და ემოციებით სავსე დღე  “NK”-ში. მე-12 კლასელთა ტრადიციული ბოლო ზარი, პირველი სასკოლო ნაბიჯები და შეხვედრა პირველ მასწავლებელთან, ბავშვობის ლამაზი და ხალისიანი წლები, რომელიც დღეს დასრულდა და დაიწყო ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი, თავგადასავლებით სავსე ეტაპი, რომელიც მათ ბედნიერ, საინტერესო, შინაარსიან და მრავალფეროვან წლებს აჩუქებს....
Read More
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასასრული  “NK”-ში. დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას! მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ვერის პარკში, წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე “Earth Day”, სადაც ისაუბრეს დედამიწის ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა მოქალაქეებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს და დაარიგეს ფერადი ბუშტები სამახსოვრო წარწერებით. ️მასწავლებლები:...
Read More
“NK’-ის მოსწავლე, ნიკა ქავთარაძე, წარმატებით მონაწილეობდა 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანი იყო მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენა, ხოლო კონფერენციის მთავარი თემა – “მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და...
Read More
 “NK”-ის მოსწავლეების საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ერთ სივრცეში წარმოდგენილი საქართველო და ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებული ისტორია. 14 ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, საქართველოს ყველა რეგიონი, მათი არქიტექტურა და ტრადიციები. ადგილი, სადაც თავმოყრილია მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი და ბუნების საოცარი...
Read More
1 8 9 10 11 12 30