Caption align here

Blog Full Left Sidebar With Frame

ახალი სასწავლო წელი შპს კერძო სკოლა ნკ-ში განსაკუთრებული ემოციებით, საზეიმო განწყობითა და დიდი მოლოდინებით დაიწყო. მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ლიცეუმის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, აკადემიურმა დირექტორმა ნატო პაპიაშვილმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, კურსდამთავრებულებმა და წმ. ბარბარეს ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ზაქარია ინატაშვილმა. განსაკუთრებით ემოციური იყო ეს დღე ჩვენი პირველკლასელებისთვის. მათ საზეიმო გარემოში სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ. პატარების პირველი სასკოლო ნაბიჯები კიდევ უფრო ხალისიანი და დაუვიწყარი გახადეს ზღაპრულმა ანიმაციურმა პერსონაჟებმა, რომლებმაც ბავშვებს...
Read More
რეკორდული შედეგები და ახალი მწვერვალები! სიამაყით გაცნობებთ, რომ შპს კერძო სკოლა ნკ-ს აბიტურკურსის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შედეგზე ორიენტირებული სწავლების მეთოდოლოგია და სწორი მიდგომები ყოველთვის უდიდესი წარმატების საწინდარია. ასეთი მაღალი შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები ხარისხიან განათლებასთან ერთად იმ მხარდაჭერასაც იღებენ, რომელიც მათ მიზნების მიღწევაში ეხმარება. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს! გვეამაყება თითოეული მათგანი და გვჯერა, რომ სტუდენტურ ცხოვრებაშიც ასეთივე...
Read More
„ზღაპარიყო, ზღაპარიყო…“ – და ეს ზღაპარი ჩვენს სკოლაში გაცოცხლდა, სადაც მთავარი გმირები ჩვენი საოცარი პატარები იყვნენ. ზეიმი შპს კერძო სკოლა ნკ-ში განსაკუთრებული სითბოთი, ფერებითა და ბავშვური ხალისით აღინიშნა. თეატრალიზებული როლური თამაშები; ფერადი კოსტიუმები; მხიარული ცეკვები და სიმღერები. ჩვენმა პატარებმა ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს მასწავლებლებსა და მშობლებს. მათმა ნიჭიერებამ და გულწრფელმა ემოციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თითოეული მათგანი გამორჩეული ვარსკვლავია. მადლობა ჩვენს პატარებსა და მათ მასწავლებლებს ასეთი დაუვიწყარი დღისთვის. ღონისძიების ხელმძღვანელები: ხათუნა...
Read More
კიდევ ერთი გამარჯვება და უმაღლესი საერთაშორისო აღიარება! აღსანიშნავია, რომ შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაცია ETS-ის მიერ ორგანიზებულ TOEFL Junior-ის გამოცდაზე და აღწევენ უმაღლეს შედეგებს. ეს კონკრეტული მიღწევაც ამ წარმატებების გაგრძელებაა და არის უტყუარი დასტური იმისა, თუ რა სიმაღლეების მიღწევა შეუძლია ნიჭს, სწორ მიმართულებასა და ხარისხიან განათლებას. დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ ამჯერადაც, ჩვენმა მოსწავლეებმა – ალექსანდრა კანაშვილმა (VII კლასი) და გიორგი მურვანიძემ (VIII კლასი), აღნიშნულ...
Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრების შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური კახეთში. დაუვიწყარი და მრავალფეროვანი ტური საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეღვინეობის უნიკალურ სამყაროში. მოსწავლეები ესტუმრნენ ძველი და ახალი შუამთის მონასტრებს, სადაც ახლოს გაეცნენ ქართული სულიერი კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებსა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას დაათვალიერეს ალავერდის ტაძარი – ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და სიდიადით. ესტუმრნენ წინანდალს – ალექსანდრე ჭავჭავაძის რეზიდენციასა და ისტორიულ ენოთეკას, სადაც მოსწავლეები გაეცნენ...
Read More
1 2 3 … 37