მუსიკა — უხილავი გმირი კინოსა და ანიმაციაში, რომელიც გვაგრძნობინებს სიხარულს, სევდასა და იმედს. მუსიკალური ჟანრები, რომლებიც ქმნიან განსხვავებულ განწყობასა და ემოციას. შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე – “მუსიკის როლი და მნიშვნელობა კინოსა და ანიმაციაში“ – საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოადგინეს, თუ როგორ ქმნის ხელოვნების ჟანრები განსხვავებულ განწყობას, აძლიერებს სიუჟეტს და ხდის კადრებს ცოცხალსა და დაუვიწყარს. მადლობა მუსიკის მასწავლებელს, ნინო დაუშვილს, გაწეული შრომისათვის და მადლობა ჩვენს მოსწავლეებს საინტერესოდ წარმოდგენილი ნამუშევრებისთვის!Read More
ჩვენ ხშირად გიამბობთ ჩვენი წარმატებული მოსწავლეების შესახებ. ამჯერად, სიამაყით გიზიარებთ კერძო სკოლა ნკ-ს მე-9 კლასის მოსწავლის, გიორგი კალანდაძის მნიშვნელოვან წარმატებას. გიორგი გახდა Bismarck’s Academy-ის სადებიუტო პროექტის — “Voice for Diplomacy” — ერთ-ერთი გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული 150 დელეგატი, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, ასევე Young European Ambassadors-ის წევრებს. ჩვენი სკოლის მოსწავლე იმ ორ გამარჯვებულს შორისაა, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობითა და უნარებით გამოირჩნენ. გიორგის გადაეცა სრული...Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა მეცნიერული თავგადასავლები ექსპერიმენტორიუმში. ჯადოსნური სივრცე, სადაც ბავშვებმა მეცნიერების სამყაროში იმოგზაურეს და საინტერესო ექსპერიმენტების უშუალო მონაწილენი გახდნენ. მხიარულებითა და ინსპირაციით ჩატარებული პატარა ექსპერიმენტები და დიდი აღმოჩენები. დღეს ჩვენი პატარა მკვლევრებისთვის მეცნიერების იდუმალი კარი გაიღო — კარი, რომელიც ახალ აღმოჩენებსა და სასწავლო თავგადასვლებს ჰპირდება მათ.Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა საინტერესო და მხიარული დღე აბრეშუმის მუზეუმში. ჩვენმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში “ფერების ძალა”. მუზეუმში დაცული საღებავების უნიკალური კოლექცია; ქიმიური და ბუნებრივი საღებავები; ფერების შექმნის პროცესები — ძირითადი ფერებიდან სხვადასხვა ნარევებამდე; ნამდვილი ფერების დღესასწაული, სადაც ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იბადება ფერი. პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში ჩვენმა პატარებმა დაამზადეს ოპტიკური სანიშნე. ბოლოს კი საჩუქრად გადაეცათ სამახსოვრო ბუკლეტები. ეს დღე ჩვენი პატარებისთვის სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და...Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-ს ეკო კლუბის “ეკოპოლუსის” წევრების საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საინტერესო ვიზიტი ექსპერიმენტორიუმში. სამეცნიერო სამყარო, სადაც ყველაფერი განსხვავებული და არაჩვეულებრივია, სადაც მეცნიერება საინტერესო და სანახაობრივია. ინტერაქტიული ექსკურსია ფიზიკის მუზეუმში, სადაც შესაძლებელია თითოეულ ექსპონატთან შეხება და უჩვეულოდ სახალისო ქიმიური შოუ ექსპერიმენტებით. ჩვენმა მოსწავლეებმა 90 წუთი სწავლისა და აღმოჩენების ატმოსფეროში გაატარეს.Read More