პრეზენტაციები

შპს კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი დღე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში წინასააღდგომოდ. ჩვენმა პატარებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში – „აღდგომა – გაზაფხულის დღესასწაული“ მოსწავლეებმა საინტერესო ფორმატში მოისმინეს: როდის და ვის მიერ დადგინდა აღდგომის აღნიშვნა და როგორია ამ დღესასწაულის ათასწლოვანი ისტორია; რა მნიშვნელობა აქვს აღდგომის მთავარ სიმბოლოებს – წითელ კვერცხს,ჯეჯილს და პასკას ; როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას ძველ დროს საქართველოში ; რა უჩვეულო სააღდგომო ტრადიციები აქვთ მსოფლიოს ქრისტიანულ ქვეყნებს...
Read More
ახალი ნაბიჯი ჩვენი სკოლის ცხოვრებაში! კერძო სკოლა ნკ-ში გაიმართა ახალი ჟურნალის პრეზენტაცია. დაფუძნდა ჟურნალი „მეორე სახლი“ – სივრცე, სადაც ჩვენი მოსწავლეები საკუთარ ხმას გააჟღერებენ და გაგვიზიარებენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს. ჟურნალის საშუალებით ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საინტერესო მოვლენებისა და სიახლეების შესახებ. რაც მთავარია, გვიამბობენ ჩვენს სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, ინიციატივებსა და სიახლეებზე. „მეორე სახლი“ იქნება ადგილი, სადაც იდეები იბადება, აზრები ყალიბდება და შემოქმედება ერთიანდება წარმატებებს...
Read More
საქართველოს კუთხეები, ახალი წელი და საახალწლო ტრადიციები კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურ წეს-ჩვეულებებზე, საახალწლო რიტუალებსა და იმ ტრადიციებზე, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მრავალფეროვანი და მდიდარია ქართული კულტურა და რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციების შენარჩუნება და პატივისცემა მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნატო გერმესაშვილს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს მარინე სიდონაშვილს და ჩვენს მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციისთვის.
Read More
New Year Celebrations in English-Speaking Countries United Kingdom United States New Zealand Australia Canada კერძო სკოლა ნკ-ს მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს, თუ როგორ აღინიშნება ახალი წელი ინგლისურენოვან ქვეყნებში. მოსწავლეებმა, შესანიშნავი ინგლისური საუბრით, წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები და დღესასწაულის თავისებურებები განსაკუთრებული მადლობა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მარიამ აფრიდონიძეს და ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს აქტიურობისა და ძალიან საინტერესო პრეზენტაციისთვის.
Read More
საახალწლო კვირეული კერძო სკოლა ნკ-ში გერმანულ ენაზე გრძელდება. საინტერესო, შემეცნებითი და მხიარული დღე სახელწოდებით – „შობა-ახალი წელი გერმანიაში“. ჩვენმა ბავშვებმა აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინეს გერმანიაში არსებული საშობაო და საახალწლო ტრადიციები, ისაუბრეს საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზე. ღონისძიება განსაკუთრებულად გაალამაზა და თბილი, სადღესასწაულო განწყობა შექმნა გერმანულ ენაზე შესრულებულმა სიმღერებმა. მადლობა გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ეკა კვანტრიშვილს, გაწეული შრომისათვის.
Read More
1 2 3 4 11