გრძელდება “NK”-ის მოსწავლეთა ტური თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. ამჯერად, უნივერსიტეტების სასწავლო გარემო დაათვალიერეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ლაბორატორიები; მუზეუმი; ხელოვნებისა და არქიტექტურის აუდიტორიები; კულინარიის აკადემია; ბიბლიოთეკა; ვივარიუმი; სპორტული დარბაზები. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ ცდებში და კვლევებში.Read More
ძალადობა და მისი პრევენცია სკოლაში; რა არის ბულინგი და რამდენად საშიშია ის ქართული სკოლებისთვის; რა მოტივი იმალება ბულინგის უკან; ვინ არის მოძალადე; რა უნდა გააკეთოს სკოლამ, მასწავლებლებმა და მშობლებმა, რომ პრობლემა დაფარული არ დარჩეს; ბულინგის დროული ამოცნობა და მართვა; ძალადობა, როგორც უარყოფითი მოვლენა, რომელიც საზოგადოებამ უნდა აღმოფხვრას. ამ საკითხებთან დაკავშირებით “NK”-ში ლექცია გამართა ფსიქოლოგმა ლელა მურუსიძემ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.Read More
“NK”-ის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ტური თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო ბაზაზე. მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო, დაათვალიერეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები და მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კულინარიის აკადემია და სპორტული დარბაზები. მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ ცდებში და პრაქტიკულ კვლევებში.Read More
როგორ ავირჩიოთ პროფესია, როგორ განვსაზღვროთ სწორად პრიორიტეტები, როგორ შევძლოთ საკუთარი უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციის რეალიზება, როგორ მივაღწიოთ მიზანს და როგორ ვაქციოთ ჩვენი გააზრებული არჩევანი წარმატების საწინდრად. ამ საკითხებთან დაკავშირებით “NK”-ში გამართა ლექცია-პრეზენტაცია IK კონსალტინგის აღმასრულებელმა დირექტორმა და ადამიანური კაპიტალის, ორგანიზაციული და კარიერული განვითარების კონსულტანტმა, ქალბატონმა ირინა ქორიძემ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები და გამოთქვამდნენ მოსაზრებებს. ლექციის ბოლოს მოსწავლეებს ქალბატონმა ირინამ საჩუქრად გადასცა საავტორო წიგნი “როგორ მოვიპოვოთ...Read More
“NK”-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით პროგრამაში “ეკოთავგადასავალი”, რომელიც დატვირთული იყო სასწავლო თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტებით, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო. მცენარეთა თესლის დათესვა; არტთერაპიული სავარჯიშოები; სენსორული მცენარეების გაცნობა; ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შენეცნება; ასე დასრულდა “NK”-ის მოსწავლეთა მხიარული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე დღე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.Read More