ქართული ჯარი – ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების სიმბოლო. ჯარისკაცის თავდადება და სიმამაცე არის მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის. როგორია ჯარისკაცის საცხოვრებელი და სამუშაო გარემო. სკოლა ნკ-ს მოსწავლეები მარნეულის საავიაციო ესკადრილიის ბაზას ესტუმრნენ. ბავშვებს უმასპინძლეს სამხედრო მოსამსახურეებმა და დაათვალიერებინეს ბაზის ინფრასტრუქტურა. მოსწავლეებისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საავიაციო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაცნობა. მათ თავდაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებისგან მიიღეს. ღია კარის დღის ბოლოს კი მოსწავლეებმა, ბრიგადის...Read More
შპს კერძო სკოლა ნკ– ს მოსწავლეები ესტუმრნენ სოციალურ საწარმო “კოდალას”, სადაც ხის სათამაშოების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ჩვენი ბავშვების ზოგად განათლებაზე, არამედ მათი კრეატიული უნარების განვითარებაზეც. დავამზადოთ, მოვხატოთ და გავაფორმოთ ნაძვის ხე და შევხვდეთ ახალ წელს განსაკუთრებულად. ჩვენმა ხელმარჯვე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასის პროგრამაში “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას. საკუთარი ხელით დაამუშავეს ხის მასალა, შექმნეს და მოხატეს საახალწლო დეკორაციები. ერთად შევიქმნათ წინასაახალწლო განწყობა.Read More
შპს კერძო სკოლა ნკ-სა და ევროპის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები ევროპის უნივერსიტეტს ესტუმრნენ. დაათვალიერეს სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა; არტეფაქტებისა და საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმები; ბიბლიოთეკა; პარლამენტისა და სასამართლოს იმიტირებული დარბაზები. მრავალფეროვანი ტურის ბოლოს მოსწავლეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.Read More
ახალგაზრდებში გამართული და არგუმენტირებული მსჯელობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება დებატების სწავლების გზით. მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარება და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, როგორებიცაა: საჯარო გამოსვლის ტექნიკა, კონსტრუქციული და არგუმენტირებული მსჯელობა, ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარის გამომუშავება, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლა მოხვდა იმ იშვიათ გამონაკლის სკოლათა შორის, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან დებატების ხელოვნებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს კერძო სკოლა ნკ-ში პრეზენტაცია გამართა...Read More
ემოციური, მხიარული და ძალიან ტკბილი დღე შპს კერძო სკოლა ნკ-ში. ერთი დღით ჩვენმა ბავშვებმა საჭირო უნიფორმები მოირგეს, ნამდვილ კონდიტერებად გადაიქცნენ და შოკოლადის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, შემდეგ კი თავიანთი ხელით დამზადებული უგემრიელესი შოკოლადები დააგემოვნეს. მადლობა Konfetery -ს სადღესასწაულო განწყობისთვის.Read More